თუშეთის ალაზანი: განსხვავება გადახედვებს შორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 

მიმდინარე ცვლილება 00:49, 22 თებერვალი 2019 მდგომარეობით

ჩაღმის ალაზანი, მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ჩრდ. კალთაზე, თუშეთის ქვაბულში, მდ. ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. სიგრძე 59 კმ აუზის ფართობი 825 კმ 2. სათავე აქვს აწუნთის ქედის აღმ. კალთაზე. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 24 მ 3/წმ. თ. ა-ის მთავარი შენაკადებია: მარცხ. წოვათისწყალი, მარჯვ. გომეწრის ალაზანი (გომეწრის წყალი), ორწყალი და ხისოსწყალი (ჭანჭახოვნის წყალი). თ. კიკილაშვილი.