თხილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
(Corylus), წიფლისებრ-ყვავილოვანთა რაზმის, არყისებრთა ოჯახისა და თხილის გვარის ფოთოლმცვივანი ბუჩქი, იშვიათად ხისმაგვარი. თანამედროვე კლასიფიკაციით, თ. გამოყოფილია ცალკე თხილისებრთა (Corylaceae) ოჯახად. იგი ერთ-ერთი უძველესი კაკლოვანი სუბტროპ. კულტურაა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია მისი ნაჭუჭი, რ-იც ქვის ხანას მიეკუთვნება. თ-ის წარმოშობის კერად აღიარებულია შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპირო, კავკასია და მცირე აზია. პონტოდან და მისი მოსაზღვრე რ-ნებიდან თ-ის კულტურა გაიტანეს ბერძნებმა და გაავრცელეს თავიანთ კოლონიებში (ქ. აველანას მიდამოებში), საიდანაც დაედო საფუძველი თ-ის გავრცელებას ევროპასა და ამერიკაში. გვარი შეიცავს 20-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდ. ამერიკის ფოთლოვანი ტყეების ზონაში ზ. დ. 1500–1800 მ-მდე. ჯერ კიდევ VI ს-ში შეინიშნებოდა თ-ის ველური სახეობების გაკულტურების შემთხვევები. მათი ბუნებრივი ჰიბრიდიზაციისა და შერჩევის შედეგად წარმოიშვა გარემო პირობებს შეგუებული მაღალმოსავლიანი ჯიშები და ფორმები. თ-ის ბუჩქი შედგება 4–6 დედა ტოტისაგან,  ფოთლები ოვალური ფომისაა, ორმაგად დაკბილული კიდით. ყვავილობს ზამთრის პერიოდში. მტვრიანებიანი (მამრობითი) ყვავილები უყვავილსაფროა და მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი, ბუტკოიანი (მდედრობითი) ყვავილები კი კვირტშია ჩამალული და გარეთ მხოლოდ დინგები აქვს გამოყოფილი. თითოეული ყვავილის ირგვლივ ვითარდება სამ-სამი ურთიერთშეზრდილი თანაყვავილედი, რ-იც ნაყოფის მომწიფებისას სხვადასხვა ფორმის ნაყოფსაფარს (ბუდეს) ქმნის. ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია. მწიფდება ივლისის II ნახ-იდან სექტემბრამდე. მოსავალი ერთი ბუჩქიდან (ძირიდან) ჯიშების მიხედვით, სრულ მსხმოიარობის პერიოდში მერყეობს 7–10 კგ-მდე. მრავლდება თესლით, ბუჩქის დაყოფით, ფესვის ამონაყრით, კალმების დაფესვიანებით და მყნობით. თ-ის სიცოცხლის ხანგრძლივობის გენეტ. რესურსი 180–200 წელია, თითოეული დედა ტოტი კი 70–80 წელს ცოცხლობს. ის სითბოს, სინათლისა და ტენისმოყვარული, ყინვა- და გვალვაგამძლე, ჩრდილის ამტანი მცენარეა; ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, განსაკუთრებით მაღალ მოსავალს იძლევა ორგ. ნივთიერებებითა და ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე. თ. დეკორ. და ანტიეროზიული მცენარეა. ნიადაგის ზედა ფენებში განვითარებული ძლიერი ფესვთა სისტემა ამაგრებს და იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისაგან. თ-ს მავნებლებიდან ყველაზე მეტად აზიანებს თ-ის ცხვირგრძელა (Curculio nucum), შავი ხარაბუზა (Oberea linearis), თ-ის კვირტის ტკიპა (Phytoptus avellanae) და ამერ. თეთრი პეპელა (Hyphantria Cunea), ბუგრები, ამბროზიის ხოჭო, მზომელები, ჩრჩილები, კუსებურა ბაღლინჯოები და სხვ. დაავადებებიდან გავრცელებულია თ-ის ნაცარი (phyllactinia corylae), თ-ის ნაცრისფერი და ყავისფერი სიდამპლე. საქართველოში თ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწვ. კულტურაა. ზ. დ. 2200-მდე ბუნებრივად იზრდება მისი 6 სახეობა: ჩვეულებრივი თ. (C. avellana) და პონტოური თ. (C. pontica) რ-ებიც გავრცელებულია მთელ საქართველოში ქვეტყედ მუხნარებში, ფართოფოთლოვან და წიწვოვანნარევ ტყეებში; დათვისთხილა იმერული თ. (C. imeretina), კოლხური თხილი და კახური თ. (C. cachetica) საქართვ. ენდემებია. დაახლოებით გვხვდება 47 ჯიშის და ფორმის თ. ბაღებში ძირითადად ენდემური, სამრეწველოდ დარაიონებული ჯიშებია გავრცელებული, კერძოდ, ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, შველისყურა, დედოფლის თითი, ნემსა, ჩხიკვისთავა, ჩია, საივანობო და სხვ. ქართ. თ-ის განსაკუთრებული გემური და ხარისხობრივი მაჩვენებლები განპირობებულია ჯიშების ბიოლ. თავისებურებებით და ადგილმდებარეობის ბუნებრივი პირობებით. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად საქართველოში საშობაო "ჩიჩილაკი" თ-ის ტოტისგან მზადდება, ხოლო თ-ისგან დამზადებული ქართ. ჩურჩხელა – "ჯანჯუხა" საუკეთესო გემური თვისებებით გამოირჩევა.ნ. მიროტაძე.
+
(Corylus), წიფლისებრ-ყვავილოვანთა რაზმის, არყისებრთა ოჯახისა და თხილის გვარის ფოთოლმცვივანი ბუჩქი, იშვიათად ხისმაგვარი. თანამედროვე კლასიფიკაციით, თ. გამოყოფილია ცალკე თხილისებრთა (Corylaceae) ოჯახად. იგი ერთ-ერთი უძველესი კაკლოვანი სუბტროპ. კულტურაა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია მისი ნაჭუჭი, რ-იც ქვის ხანას მიეკუთვნება. თ-ის წარმოშობის კერად აღიარებულია შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპირო, კავკასია და მცირე აზია. პონტოდან და მისი მოსაზღვრე რ-ნებიდან თ-ის კულტურა გაიტანეს ბერძნებმა და გაავრცელეს თავიანთ კოლონიებში (ქ. აველანას მიდამოებში), საიდანაც დაედო საფუძველი თ-ის გავრცელებას ევროპასა და ამერიკაში. გვარი შეიცავს 20-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდ. ამერიკის ფოთლოვანი ტყეების ზონაში ზ. დ. 1500–1800 მ-მდე. ჯერ კიდევ VI ს-ში შეინიშნებოდა თ-ის ველური სახეობების გაკულტურების შემთხვევები. მათი ბუნებრივი ჰიბრიდიზაციისა და შერჩევის შედეგად წარმოიშვა გარემო პირობებს შეგუებული მაღალმოსავლიანი ჯიშები და ფორმები. თ-ის ბუჩქი შედგება 4–6 დედა ტოტისაგან,  ფოთლები ოვალური ფომისაა, ორმაგად დაკბილული კიდით. ყვავილობს ზამთრის პერიოდში. მტვრიანებიანი (მამრობითი) ყვავილები უყვავილსაფროა და მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი, ბუტკოიანი (მდედრობითი) ყვავილები კი კვირტშია ჩამალული და გარეთ მხოლოდ დინგები აქვს გამოყოფილი. თითოეული ყვავილის ირგვლივ ვითარდება სამ-სამი ურთიერთშეზრდილი თანაყვავილედი, რ-იც ნაყოფის მომწიფებისას სხვადასხვა ფორმის ნაყოფსაფარს (ბუდეს) ქმნის. ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია. მწიფდება ივლისის II ნახ-იდან სექტემბრამდე. მოსავალი ერთი ბუჩქიდან (ძირიდან) ჯიშების მიხედვით, სრულ მსხმოიარობის პერიოდში მერყეობს 7–10 კგ-მდე. მრავლდება თესლით, ბუჩქის დაყოფით, ფესვის ამონაყრით, კალმების დაფესვიანებით და მყნობით. თ-ის სიცოცხლის ხანგრძლივობის გენეტ. რესურსი 180–200 წელია, თითოეული დედა ტოტი კი 70–80 წელს ცოცხლობს. ის სითბოს, სინათლისა და ტენისმოყვარული, ყინვა- და გვალვაგამძლე, ჩრდილის ამტანი მცენარეა; ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, განსაკუთრებით მაღალ მოსავალს იძლევა ორგ. ნივთიერებებითა და ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე. თ. დეკორ. და ანტიეროზიული მცენარეა. ნიადაგის ზედა ფენებში განვითარებული ძლიერი ფესვთა სისტემა ამაგრებს და იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისაგან. თ-ს მავნებლებიდან ყველაზე მეტად აზიანებს თ-ის ცხვირგრძელა (Curculio nucum), შავი ხარაბუზა (Oberea linearis), თ-ის კვირტის ტკიპა (Phytoptus avellanae) და ამერ. თეთრი პეპელა (Hyphantria Cunea), ბუგრები, ამბროზიის ხოჭო, მზომელები, ჩრჩილები, კუსებურა ბაღლინჯოები და სხვ. დაავადებებიდან გავრცელებულია თ-ის ნაცარი (phyllactinia corylae), თ-ის ნაცრისფერი და ყავისფერი სიდამპლე. საქართველოში თ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწვ. კულტურაა. ზ. დ. 2200-მდე ბუნებრივად იზრდება მისი 6 სახეობა: ჩვეულებრივი თ. (C. avellana) და პონტოური თ. (C. pontica) რ-ებიც გავრცელებულია მთელ საქართველოში ქვეტყედ მუხნარებში, ფართოფოთლოვან და წიწვოვანნარევ ტყეებში; დათვისთხილა იმერული თ. (C. imeretina), კოლხური თხილი და კახური თ. (C. cachetica) საქართვ. ენდემებია. დაახლოებით გვხვდება 47 ჯიშის და ფორმის თ. ბაღებში ძირითადად ენდემური, სამრეწველოდ დარაიონებული ჯიშებია გავრცელებული, კერძოდ, ანაკლიური, გულშიშველა, ხაჭაპურა, შველისყურა, დედოფლის თითი, ნემსა, ჩხიკვისთავა, ჩია, საივანობო და სხვ. ქართ. თ-ის განსაკუთრებული გემური და ხარისხობრივი მაჩვენებლები განპირობებულია ჯიშების ბიოლ. თავისებურებებით და ადგილმდებარეობის ბუნებრივი პირობებით. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად საქართველოში საშობაო "ჩიჩილაკი" თ-ის ტოტისგან მზადდება, ხოლო თ-ისგან დამზადებული ქართ. ჩურჩხელა – "ჯანჯუხა" საუკეთესო გემური თვისებებით გამოირჩევა.

მიმდინარე ცვლილება 00:49, 22 თებერვალი 2019 მდგომარეობით