თხინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:49, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Admin (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), კოდორის ქედის სამხრ. კალთის ძირას, მდ. მოქვის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: თ., აბააჟვახუ, ახივაა). ზ. დ. 130 მ ოჩამჩირიდან 25 კმ.სოფლის მახლობლად არის თხინის, თიხის და ხის ღარისთავის კარსტული მღვიმეები. სამივე მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. თხინისა და ხის ღარისთავის მღვიმეები გამოირჩევა უხვი ნაღვენთი წარმონაქმნებით.თ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.