თხმელის ციხე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:49, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Admin (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციხე გვიანდ. შუა საუკუნეების იმერეთის სამეფოში. მდებარეობდა ხანისწყლის ხეობაში. 1703 ააშენეს ოსმალო დამპყრობლებმა ბაღდათში თხმელის (მურყნის) ხისაგან, რის გამოც თ. ც. ეწოდა. შემდეგ ხანებში აქ ქვითკირის ციხე ააგეს, სადაც თურქ. იენიჩართა გარნიზონი იდგა და ტყვეებითაც ვაჭრობდნენ.წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ზ. ცინცაძე.