გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
1992 წლის 4 აგვისტოს დაარსდა, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. 1996 აპრილიდან სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოთხოვნით, უნ-ტს მიენიჭა გ. რობაქიძის სახელი. უნ-ტის აკადემიური და კვლევითი შედეგები საზ. მოთხოვნებზეა ორიენტირებული.
2005-იდან გ. რ. ს. უ. თავის სასწავლო სტრატეგიას განსაზღვრავს „ბოლონიის პროცესის" პრინციპების შესაბამისად. 2002-იდან უნ-ტში დაინერგა საკრედიტო სისტემის მოდელი და უნ-ტი გადავიდა ევროპის კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე (ეკტს). საქართვ. განათლების სააკრედიტაციო ცენტრმა მას ორჯერ მიანიჭა აკრედიტაცია.
გ. რ. ს. უ-ს აქვს იურიდიული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოც. მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის და მედიცინის ფაკ-ტები; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მატ.-ტექ. ბაზა და უნ-ტის საგამომცემლო ცენტრი (სტამბა), სადაც ყოველწლიურად გამოიცემა პროფესორ-მასაწავლებელთა შრომები.
უნ-ტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის სასწ.-კვლევითი და კრიმინოლოგიური კვლევითი ლაბორატორიები; სასამართლო ექსპერტიზისა და იურიდ. კლინიკები; ლინგვისტიკის სასწ. ცენტრი; სატელევიზიო შემოქმედებითი სტუდია; სტომატოლოგიური კლინიკა „ალმა-დენტი"; დევნილთა სოც. და სამედ. პრობლემების სამეცნ.- მეთოდური ცენტრი, ქსელური ადმინისტრირების ცენტრი.
უნ-ტში აგრეთვე ფუნქციონირებს სამეცნ.- კვლ. ინ-ტები: ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა, კლინ. და ექსპერ. მედიცინის, შედარებითი სამართალმცოდნეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტები; ღეროვანი უჯრედების კვლევის ლაბორატორია; ეკონომიკური განვითარების კლინიკა; აგრეთვე, უნ-ტის განვითარების საერთაშ. ფონდი.
უნ-ტი 2002-იდან გადავიდა ორსაფეხურიან სწავლებაზე, ხოლო 2006-იდან – ფუნქციონირებს ბაკალავრიატი (4 წელი); მაგისტრატურა (2 წელი); დოქტორანტურა (3 წელი).
2010 წ. 1 იანვ-თვის სტუდენტების საერთო რაოდენობა შეადგენს: ბაკალავრიატი – 513; დიპლომირებული მედიკოსი – 102; მაგისტრატურა – 37; დოქტორანტურა – 20.
უნ-ტში არის ბ-კა, რ-ის წიგნადი და ციფრული ფონდი შეადგენს – 17 702 ეგზემპლარს, მ. შ. – 14 454 სახელმძღვანელო.
უნ-ტს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აქვს დამყარებული ევრ. და ამერიკულ ინ-ტებთან და ერთობლივი, ინტეგრირებული პროგრამების საფუძველზე აფართოვებს ცოდნის არეალს როგორც დისტანციური სწავლების გზით, ასევე პარტნიორ საგანმან. დაწესებულებებთან სტუდენტების მიზნობრივი გაცვლითა და საგანმან. პროგრამებში ჩართვით.
ქ. კიტოვანი