ალ-ზაჰაბი

ალ-ზაჰაბი შამს ალ-დინ აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად (1273–1348), არაბი მწერალი. ავტორია რამდენიმე ისტ. თხზულებისა, რ-თაგან მნიშვნელოვანია „თარიხე ალ-ისლამი” („ისლამის ისტორია”) 20 ტომად. მასში აღწერილია ისლამის წარმოშობისა და განვითარება-გავრცელების ხანგრძლივი ისტორია, დამოკიდებულება ოქროს ურდოსა და ილხანთა სახელმწიფოებს შორის, ხშირი ომები, რ-თა ასპარეზი საქართვ. ტერიტ. იყო. როგორც ზ. იუწყება, აბაღა-ხანსა (1265–82) და ბერქას (1255–66) შორის ომი (1264–65) ბერქას გამარჯვებით დამთავრდა. 1265 ბერქას მემკვიდრე მანქუ-თიმურს (1267–80) ლაშქრობა განუახლებია. აბაღა-ხანი მდ. მტკვართან შეჩერებულა და თავდაცვის მიზნით თბილისის აღმ-ით 7 დღეში ხის კედელი აღუმართავს, თუმცა დამარცხება მაინც არ ასცდენია. მემატიანის გადმოცემით, 1271 ომი კვლავ დაწყებულა და მისი ასპარეზი ისევ აღმ. საქართველო ყოფილა.

ბ. სილაგაძე