ზედა გორდი

ზედა გორდი, სოფელი ხონის მუნიციპალიტეტის გორდის თემში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. ბორცვიან მთისწინეთში, მდ. ცხენისწყლის ხეობაში. ზ. დ. 650 მ, ხონიდან 22 კმ. 464 მცხ. (2002). შემონახულია დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. გაშენებულია ძირითადად XIX ს-ში. ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შედის პარკი, სასახლე (ნანგრევებია), წყარო. ზ. გ-ის მიდამოებშია შუა საუკუნეების რამდენიმე ციხე. იხ. აგრეთვე სტ. გორდი.