ზედა თლუღი

ზედა თლუღი, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭელიაღელის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 1200 მ, ამბროლაურიდან 15 კმ. 72 მცხ. (2002). სოფელი პირველად მოხსენიებულია 1544 იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის სიგელში ნიკორწმინდის საეპისკოპოსო კათედრალის დაარსების შესახებ. შემორჩენილია ფეოდ. ხანის წმ. გიორგის ეკლესიისა და ციხის ნანგრევები. იხ. აგრეთვე სტ. თლუღი.

თ. ბერაძე