ზედა საქარა, სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), მდ. ბუჯის (ჩოლაბურის მდგენელი) მარცხ. მხარეს, ზესტაფონი–ჭიათურის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ს., ბეღლევი). ზ. დ. 300 მ, ზესტაფონიდან 3 კმ. 2,9 ათ. მცხ. (2002). სოფლის მახლობლადაა XVI ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – ეკლესია „გულბანდიანი“. იგი გეგმით „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა, ე. ი. კვლავ ცოცხლდება ტიპი, რ-იც ჩვენში მხოლოდ X ს-მდე იყო გავრცელებული, შემდეგ კი თითო-ოროლა გამონაკლისის სახით ჩნდებოდა.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974.