ზედუბანი, სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საწირის თემში (იმერეთის მხარე), ოკრიბის წვრილმთიანეთში, მდ. მთისჭალის (წყალწითელას მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 580 მ, ტყიბულიდან 8 კმ, საწირიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 1,5 კმ. 220 მცხ. (2002). ზ. ძველად სოფ. საწირის ერთ-ერთი უბანი იყო. შემორჩენილია ფეოდ. ხანის საწირის ციხე.