ზემო აძვისი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის თემში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ჭერათხევის (სურამულის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 700 მ, ხაშურიდან 19 კმ, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 7 კმ. 123 მცხ. (2002). სოფლის სამხრ.-დას-ით ოთხასიოდე მ-ზე ქვიშაქვითა და რიყის ქვით ნაგები სამების ეკლესიის ნანგრევებია (შუა საუკუნეები).