გრუზინოვები

გრუზინოვები, რუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებულ ქართველ აზნაურთა გვარი.

გ-ის მამამთავარი რომან ნამჩევაძე 1727 გადასახლდა დას. საქართველოდან დონზე. მისმა შთამომავლებმა თავი გამოიჩინეს რუს. იმპერიის სამსახურში. თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ე. გრუზინოვი, ი. გრუზინოვი და პ. გრუზინოვი.

ლიტ. იხ. სტ-თან გ რ უ ზ ი ნ ო ვ ი  ე. ი.