ზემო თელეთი

ზემო თელეთი, სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), თელეთის ქედის სამხრ. კალთაზე, თბილისი–მარნეულის საავტ. გზაზე. თელეთის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. თ., ახალწყარო, მუხრან-თელეთი, ქვემო თელეთი, წალასყური). ზ. დ. 700 მ, გარდაბნიდან 37 კკურსივიმ, ფონიჭალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 847 მცხ. (2002). სოფელში შემორჩენილია წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (XIX ს. II ნახ.) და კოშკი – სამრეკლო, რ-იც 1832 საფუძვლიანად შეუკეთებიათ. ზედ შემორჩენილია ამავე ხანის ქართული და სომხ. წარწერები. იხ. აგრეთვე სტ. თელეთი.

ლიტ.: Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Т., Окрестности Тбилиси, Тб., 1960.

მ. უთმელიძე

თ. სანიკიძე