„გრუზინსკაია მისლ“, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სალიტერატურო გაზეთი რუსულ ენაზე, ქართველ ეროვნ.- დემოკრატთა პირველი პერიოდული გამოცემა, რედაქტორ-გამომც. გ. გვაზავა (გამოვიდა ერთი ნომერი – 1907 წ. 11 მარტს თბილისში). გამოქვეყნებულია მ. წერეთლის, გ. გვაზავასა და სხვათა პუბლიც. წერილები.
„გ. მ." 1783 გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე მოითხოვდა საქართველოს ავტონ. მოწყობას, ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, სამართალწარმოებას მშობლიურ ენაზე. გაზეთის გამოცემა აიკრძალა თბილ. გენ.-გუბერნატორის სპეც. განკარგულებით, ხოლო რედაქტორ-გამომცემელი დააპატიმრეს და გადაასახლეს.
ლიტ.: ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე ო., ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
თ. ჯოლოგუა