„თეატრი”

„თეატრი”, ქართული ყოველკვირეული სამხატვროლიტერატურული გაზეთი. პირველი თეატრ. ბეჭდვითი ორგანო (1885–91). დამააარსებელი, გამომცემელი და პირველი რედაქტორი (1885–1887) იყო მსახიობი ვ. აბაშიძე. შემდეგ წლებში გაზეთს რედაქტორობდნენ ვ. გუნია (1886. 15. VI–21. IX), ა. ნებიერიძე (1887. 22.III – 1891). პირველი ნომერი გამოვიდა 1885 წ. 14 ივლისს. სულ გამოვიდა 185 ნომერი. „თ-ში” იბეჭდებოდა ვ. აბაშიძის, ვ. გუნიას, დ. კეზელის (დ. სოსლანის), ი. ჯაჯანაშვილისა და სხვატა სტატიები მსახიობის, რეჟისორის ოსტატობაზე, ქართ. თეატრის ისტორიაზე, მეზობელ ერთა თეატრებზე; რეცენზიები სპექტაკლებზე, პიესები, მოთხრობები, ლექსები და სხვ.; ქვეყნდებოდა ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, შ. ქუჩუკაშვილის (მღვიმელის), ა. ფურცელაძის, ა. ყაზბეგის და სხვათა ნაწარმოებები. იბეჭდებოდა აგრეთვე პუბლიც. წერილები საქართვ. სოც.პოლიტ. და კულტ. საკითხებზე. „თ.” იყო პირველი გაზეთი ილუსტრაციებით, რთანაც თანამშრომლობდნენ მხატვრები ა. ბერიძე, გ. ტატიშვილი და სხვ.

ლიტ.: ქვარიანი თ., გაზეთი „თეატრი”, თბ., 1974