Twitter
Facebook
Whatsapp
ზემო ჟოშხა, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭრებალოს თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), გორმაღლის ქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე, მდ. ასკისწყლის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 700 მ, ამბროლაურიდან 22 კმ. 272 მცხ. (2002).