ზემო რენე, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს თემში (შიდა ქართლის მხარე), კვერნაქის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 840 მ, კასპიდან 21 კმ. 319 მცხ. (2002). სოფლის სამხრ-ით, სასაფლაოზე, შემორჩენილია შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. ნაგებია ქვიშაქვით. ზ. რ-ის მახლობლად მრავალი არქეოლ. ძეგლი და ნასოფლარია.