გრუი

გრუი, რ უ ა, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმ. საქართველოში, ქსნის ხეობაში, მდ. ალეურის მარჯვ. შენაკადის გრუისხევის შუაში ამოზიდულ გორაკზე (ახლანდ. ახალგორის მუნიციპალიტეტი). შემორჩენილია ნანგრევები.

გ. პირველად მოხსენიებულია თხზულება „მატიანე ქართლისაში" (XI ს.), ხოლო შემდეგ – „ძეგლი ერისთავთაში" (XIV ს.). VI ს. მოვლენების თხრობისას მოიხსენიება როგორც გ. და გრუელნი.

X ს-ში გ. წირქოლის ციხესთან ერთად ქართლზე კახეთის სამეფოს პოლიტ. ბატონობის საყრდენი იყო. ციხეს სამი მხრიდან მდინარე უვლის. სამხრ. ნაწილში რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები სათოფურებიანი მრგვალი კოშკია (დიამეტრი 6 მ), ჩრდ. ნაწილში – სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევები. ნაგებობებს შორის ადგილი გარშემორტყმული ყოფილა პარალელური კედლებით. ციხის ნაშთები XIV–XVII სსისაა.

აქ აღმოჩენილი კერამიკის ფრაგმენტები (VI–XII სს.) წერილობით ცნობებთან ერთად სარწმუნოს ხდის, რომ გ-ს ციხე ჯერ კიდევ ადრინდ. ფეოდ. ხანაში არსებობდა.

ლიტ.: გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ.] 3.

ჯ. გვასალია