გრძელველები, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), გომბორის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. ვაშლიანის (ივრის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1100 მ, თიანეთიდან 42 კმ. 10 მცხ. (2002).
სოფლის განაპირას, სამხრ.-დას-ით დგას დარბაზული ეკლესია – ადგილის დედის ხატი. მიეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. ეკლესია დაზიანებულია.