„გრძელი გუბეების“ სამაროვანი

„გრძელი გუბეების“ სამაროვანი, ძვ. წ. I ათასწლ. შუა ხანის ძეგლი სოფ. ენისელში, მდინარეების ინწობისა და ალაზნის შესართავთან (ყვარლის მუნიციპალიტეტი). გათხარეს 1976 (კახეთის არქეოლ. ექსპედიცია, ხელმძღვ. – კ. ფიცხელაური).

გამოვლინდა 18 ორმოსამარხი და ორმოსამარხის ნაშთი (ზომები: 1,5 მ×1 მ; 1,4 მ×1,4 მ; 1,9 მ×1,7 მ). სამარხეული მასალა ძირითადად თიხის ჭურჭელია (ლანგარი, ჯამი, ქილა, დერგი, ხელადა, ტოლჩა, კათხა, ქვევრი). სამარხებში აგრეთვე აღმოჩნდა რკინის მოხრილი დანები, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, სარდიონისა და პასტის მძივები.

ლიტ.: მ ა ი ს უ რ ა ძ ე  ბ., იორ-ალაზნის ზემო დინების გვიანბრინჯაო – რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1993.

ც. მენაბდე