გრძელი ტბა, ხ ა ლ ა ხ ე ლ ი, ტბა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის თხემურ ზონაში, ზ. დ. 2784 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. 0,17 კმ², მაქს. სიღრმე 11,9 მ, მოცულობა 1,1 მლნ. მ³.
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გამდინარეა.
ი. აფხაზავა