ენუქიძე აბელ სოფრომის ძე

ენუქიძე აბელ სოფრომის ძე (პარტ. ფსევდ. – აბელ, აბდულ, ზოლოტაია რიბკა) [3 (15). XI. 1877, სოფ. წკადისი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 30. XII. 1937], საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მუშაკი, კომპარტიის წევრი 1898-იდან. 1897 დაამთავრა თბილ. საშუალო ტექ. სასწავლებელი. 1897–1900 იყო ამიერკავკ. რკინიგზის თბილ. მთავარი სახელოსნოების მუშა, ბაქოს ს.-დ. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1900), რსდმპ ბაქოს კომიტეტის წევრი და ისკრის აგენტი. მონაწილეობდა არალეგალური სტამბის ნინას მოწყობასა და მუშაობაში. 1907–14 აქტ. პარტ. საქმიანობას ეწეოდა ბაქოში, დონის როსტოვში, მოსკოვსა და პეტერბურგში. 1914 ოქტ-ში გადაასახლეს ტურუხანის მხარეში. 1916 სამხ. სამსახურში გაიწვიეს. 1917 თებ. რევ. დღეებში მონაწილეობდა პეტროგრადის ჯარისკაცთა გამოსვლებში. საბჭოების I ყრილობაზე აირჩიეს სრულიად რუსეთის ცაკის წევრად, 1917 ივნ-ში – პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის წევრად, 1917 ოქტ-ში – პეტროგრადის სამხ. რევკომის წევრად, სრულიად რუს. საბჭოების II ყრილობის დელეგატად. 1918 შემოდგომაზე გახდა სრულიად რუს. ცაკის სამხ. განყ-ბის გამგე, შემდეგ – პრეზიდიუმის წევრი და მდივანი. სსრკ საბჭოების I ყრილობაზე (1922 წ. 30 დეკ.) აირჩიეს სსრკ ცაკის პრეზიდიუმის წევრად და მდივნად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პოლიტ. რეპრესიების მსხვერპლი.