ზემო ქედი

ზემო ქედი, სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), შირაქის ვაკეზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 700 მ, დედოფლისწყაროდან 26 კმ. 3,0 ათ. მცხ. (2002). 1970 სოფელში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ.წ. II ათასწლეულის არქეოლ. მასალა. ძეგლი შეისწავლა კახეთის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). ნაპოვნია თიხის შავპრიალა სამი ჭურჭელი, 2 ქილა და ჯამი. ქილები ხაზოვანი ორნამენტითაა შემკული. მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის სიღნაღის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმში.

რ. რუსიშვილი