ზემო შუახევი

ზემო შუახევი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის სამხრ. დაბოლოებაზე, მდ. ნარეკვავის (არაგვის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1000 მ, დუშეთიდან 15 კმ. 144 მცხ. (2002). სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის კედლების ნაწილი.