ზემო ძაღინა, სოფელი თიღვის მუნიციპალიტეტის თერეგვანის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. შუა ფრონის (მტკვრის აუზი) ხეობაში. ზ. დ. 920 მ, თიღვიდან 2 კმ. 67 მცხ. (1989). სოფლის მახლობლად შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე და ფალავანდიშვილების კუთვნილი XVII–XVIII სს. დაზიანებული კოშკები. იხ. აგრეთვე სტ. ძაღინა.