ზემო ჯოჭოს განძი, ძვ. წ. XIV ს. კოლხური ცულების განძი, აღმოჩნდა 1960 სოფ. ზემო ჯოჭოში, ადგილ ზარახიაში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი). განძი შედგება დ. ქორიძისეული I სახეობის ბრინჯაოს 5 ცულისა და ზოდებისაგან. განძი დაცულია აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. მუზეუმში.
ლიტ.: რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.
ა. რამიშვილი