ზენადრისი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ზემო ხანდაკის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. თეძმის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 980 მ, კასპიდან 17 კმ. 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. სოფლის მიდამოებშია შუა საუკუნეების დრის ციხის კომპლექსი.