ზენა სოფელი, ისტორიული მხარე ქართლში, გვიანდ. შიდა ქართლის ნაწილი. მოიცავდა მდ. მტკვრის შუაწელის აუზს, რ-საც აღმ-იდან მდ. არაგვი და არმაზის ხევი ესაზღვრება, დას-იდან – ლიხის ქედი, სამხრ-იდან – თრიალეთის ქედი, ჩრდ-იდან – კავკასიონი.
ლიტ.: ჯ ა ნ ა შ ი ა ს., იბერიის (ქართლის) სამეფოს პოლიტიკური გეოგრაფიისათვის უძველეს პერიოდში; აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოს უძველესი კულტურულ-პოლიტიკური ცენტრების საკითხისათვის, წგ.: შრომები, ტ. 2, თბ., 1952.
დ. მუსხელიშვილი