ეპარქია (ბერძნ. epigraphē ), მართლმადიდებელ, კათოლიკურ, ანგლიკანურ ეკლესიებში საეკლესიო-ტერიტორიული ერთეული, რ-საც სათავეში უდგას ეპისკოპოსი. შუა საუკუნეების საქართვ. საეკლ. პრაქტიკაში ტერმინი ე. არ იხმარებოდა, მის შესატყვისად მიღებული იყო ,,საეპისკოპოსო“. ტერმინი ე. საეკლ. პრაქტიკაში შემოვიდა XIX ს-იდან, რუს. საეკლ. მმართველობის შემოღების შემდეგ. 1811 რუს. მთავრობამ შექმნა საქართვ. საეგზარქოსო, რ-იც ე-ებად დაყო. 1885–1900 საქართვ. საეგზარქოსო აერთიანებდა საქართველოს, ვლადიკავკაზის, იმერეთის, გურია-სამეგრელოს (ახალსენაკის), სოხუმის ე-ებს. 1917 ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ საქართვ. სამოციქულო ეკლესიის წიაღში 17 ე. გაიხსნა. ბოლშევიკური რეჟიმის დროს ე-თა მართვა-გამგეობისა და საეკლ. მოღვაწეობის პირობები მინიმუმამდე დავიდა. 60–70-იან წლებში მხოლოდ 6 მოქმედი ეპისკოპოსი შეადგენდა საქართვ. სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდს. 2014-თვის საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში 50 ე. მოქმედებს (იხ. ცხრილი).