„ზესტაფონო შვიდობით“

„ზესტაფონო შვიდობით”, ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მუს. ფოლკლორის დას. შტოს ერთ-ერთი ნიმუში. ძვ. სარეკრუტო სიმღერა. ამ ჰანგზე ქართვ. ჯარისკაცები სხვა სიმღერასაც მღეროდნენ („საწყალი ვარ სალდათი”). განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკაში (1918–21). სიმღერა სამხმიანია. ჩაწერილია დ. არაყიშვილის მიერ.

ლიტ.: მშველიძე ა., ქართული ქალაქური ხალხური სიმღერები, გრ. ჩხიკვაძის რედ., თბ., 1970.