ზესხო, უღელტეხილი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ზესხოს ქედზე. სიმაღლე 2562 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. ზ-ზე გამავალი საპალნე გზა აკავშირებს ცხენისწყლისა და ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი) ზემო დინებათა ხეობებს.
მ. სანებლიძე