ზეღდულეთი

ზეღდულეთი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. ბერშოულის (მეჯუდის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., ახალშენი, ბერშუეთი, ზემო სობისი, კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი). ზ. დ. 700 მ, გორიდან 15 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2002). სოფლის ჩრდ-ით დგას განვითარებული ფეოდ. ხანის რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. სოფლის შუაში, სასაფლაოზე, ასევე ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესიაა. თარიღდება გვიანდ. ფეოდ. ხანით. ცოკოლი ნატეხი და რიყის ქვითაა ამოყვანილი, კედლები – კვადრატული აგურისა და ნატეხი ქვიშაქვის მონაცვლეობით. ორივე ეკლესია გვიანდ. შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ორივე ძლიერ დაზიანებულია.