ზვარულა, მდინარე დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 8,4 კმ, აუზის ფართ. 36,6 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – გაზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარში. უერთდება ბევრი შენაკადი, რ-თა ჯამური სიგრძეა 40 კმ. საშ. წლ. ხარჯი 0,52 მ³/ წმ.
ი. აფხაზავა