ზვიადაური ვიქტორ სუხას ძე (დ. 17. VIII. 1945, სოფ. ხაიშო, ახლანდ. თიანეთის მუნიციპალიტეტი), ინჟინერ-მექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1996), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2002), საერთაშ. ტრიბოლოგიური (ხახუნისა და ცვეთის შემსწავლელი მეცნიერების) საბჭოს წევრი და საქართველოს ტრიბოლოგიური საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი. 1968 დაამთავრა სპი-ის მანქანათმშენებლობის ფაკ-ტი. 1968–74 მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1974-იდან მოღვაწეობს მანქანათა მექან. ინ-ტში. 2006-იდან ხელმძღვანელობს ამავე ინ-ტის მანქანათა დინამიკის განყ-ბას. პარალელურად (1992-იდან) ეწევა პედ. საქმიანობას სტუ-ის სამთო ფაკ-ტზე. 1992–2004 იყო საქართვ. ეროვნ. სოც.-ტექნოლოგიური უნ-ტის რექტორი. ზ-ის კვლევის სფეროა: ვიბროტექნიკა, მანქანათა დინამიკა, გამოყენებითი მათემატიკა და მექანიკა, წრფივი და არაწრფივი რხევების თეორია, ტრიბოლოგია. გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია, არის ოთხი გამოგონების ავტორი.
თხზ.: დინამიკური პროცესები სამთო სატრანსპორტო ტექნოლოგიურ სისტემებში, თბ., 2009; Динамика вибрационных транспортно-технологических машин, Тб., 2001.