გუბელაძე დავით ოთარის ძე

გუბელაძე დავით ოთარის ძე (დ. 14. X. 1959, თბილისი), ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998).

1989 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით, 1999 კი – საქართვ. აგრარული უნ-ტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით. 1983–2005 პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა აგრ. უნ-ტის ჰიდროტექნიკისა და საინჟინრო ეკოლ. კათედრაზე, 2005–07 იყო საქართვ. სოფ. მეურნ. სამინისტროს სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თავ-რე. 2007-იდან არის საქართვ. სახელმწ. სას.-სამ. უნ-ტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

გ-ის კვლევის მიმართულებაა: მდინარის კალაპოტური პროცესების გაანგარიშების მეთოდების შესწავლა, კალაპოტური ნაკადების ჰიდროლოგიური, ჰიდრომეტრიული და ჰიდრავლიკური კრიტერიუმების დადგენა.

მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სერტიფიკატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თხზ.: წყლისმიერი ეროზიული პროცესების პროგნოზირება და გაანგარიშება, თბ., 2002.