ზიდრიტები

ზიდრიტები, ძიდრიტები, ტომი, რომელიც ფლავიუს არიანეს ცნობით, ახ. წ. II ს-ში შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდა. V ს. ანონიმი ავტორის ცნობით, ზ-ს ეკავათ ტერიტორია მდ. აფსარის (ჭოროხის) შესართავის სამხრ-ით, მდ. არქაბისის (ახლანდ. არქაბესუ) შესართავამდე. თავისი ძლიერების ხანაში იბერიამ ზ. დაიმორჩილა და ამ რაიონში შავი ზღვის სანაპიროზე გავიდა. ფლავიუს არიანეს მიხედვით, შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე მისი მოგზაურობის დროს (ახ. წ. 131) ზ. ემორჩილებოდნენ იბერიის მეფე ფარსმან II-ს.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.

გ. მელიქიშვილი