გუბერნია, მსხვილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ერთეული რუსეთში; შემოიღო პეტრე I-მა XVIII ს-ში.
რუს. იმპერიის მიერ ანექსირებულ საქართველოში 1840 წ. 10 აპრ. შეიქმნა საქართვ.- იმერეთის გუბერნია, რ-მაც 1846-მდე იარსება. 1846 წ. 14 დეკ. დებულებით საქართვ. ტერიტ. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად დაყვეს. 1924–29 გუბერნიები გაუქმდა.
ლიტ.: ც ი ნ ც ა ძ ე ზ., აღმოსავლეთ საქართველოს გვიანი შუასაუკუნეებისა და XIX ს-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, თბ., 1974.
ზ. ცინცაძე