ზლატკინი მარკ იზრაელის ძე [30. VII (12.VIII). 1898, სოფ. გროდოვკა, ახლანდ. დონეცკის ოლქი, – IX. 1995, ისრაელი], ჟურნალისტი, გამომცემლობის მუშაკი. 1925 რუსეთიდან მოავლინეს თბილისში ცენტრ. გამომცემლობების „იზვესტიის”, „პრავდის” და „ტრუდის” ამიერკავკ. განყ-ბის გამგედ და მისი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს, მის ლიტ-რასა და კულტურას. იყო გამომც. „ზარია ვოსტოკას” დირექტორი, 1963-იდან – გამომც. „მერანის” რუს. გამოცემათა რედაქციის მთ. რედაქტორი, 1985-იდან – ამ გამომცემლობის მთ. კონსულტანტი. ზ. ქართ. ლიტ-რის პოპულარიზატორი იყო. ავტორია ორიგინ. ჟანრის თხზულებისა „როცა წიგნი ხალხებს აახლოებს” (რუს. ენაზე, 1972, 1979), რ-იც თავისებური მატიანეა 20–70-იანი წლების ლიტ. მოვლენებისა. 1983 რუს. და 1986 ქართ. ენაზე გამოვიდა ზ-ის წიგნი „მათი მოსაგონარი ჩანახატები”, რ-შიც მოცემულია ა. აბაშელის, კ. გამსახურდიას, ნ. ტიხონოვის, ლ. გუდიაშვილის, ვ. გოლცევის, ბ. ჯღენტის, ნ. ზაბოლოცკის, გ. ლეონიძის, მ. მრევლიშვილის, ლ. კალანდაძის, შ. ნუცუბიძის, კ. სიმონოვის, დ. შენგელაიას ლიტ. სახეები.
ვ. შადური