გუბისწყალი, მდინარე დას. საქართველოში, იმერეთის დაბლობზე, რიონის მარჯვ. შენაკადი (ერთვის ქ. სამტრედიასთან). სიგრძე 36 კმ, აუზის ფართ. 442 კმ².
წარმოიქმნება მდინარეების ყუმისა და სემის შეერთებით სოფ. დედალაურთან. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა აგვ. და სექტ-ში. საშ. წლ. ხარჯი 16,3 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.
გ-ის ზემო დინებაში, სემის ხეობაში, ზ. დ. 235 მ-ზე არის ცარცული პერიოდის კირქვის ბრექჩიებით აგებული ბუნებრივი ხიდი.
ი. აფხაზავა