ერგეს განძი

ერგეს განძი, ბრინჯაოს ხანის 3 განძი. აღმოჩენილია სოფ. ერგეში (ხელვაჩაური): 1. ძვ. წ. XVII–XV სს. ბრინჯაოს 10 კოლხური ცული (ნაპოვნია 1936); 2. ძვ. წ. XV–XIV სს. ბრინჯაოს ცული და ზოდების ნატეხები (აღმოჩენილია 1960 სოფ. ზემო ჯოჭოს უბანში); 3. ძვ. წ. XI–X სს. ბრინჯაოს 2 ცული, 2 წალდი, 4 თოხი და ზოდები (ნაპოვნია 1960 ეკალაურის უბანში). ნივთები დაცულია აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. მუზეუმში.

ლიტ.: აჭარა. წარსული და თანამედროვეობა, ბათ., 2012; რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ქურიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ჯაფარიძე ო., კოლხური ცული, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1950, ტ. 16 B.

ა. რამიშვილი

ლ. ფანცხავა