ერგეტა

ერგეტა, სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის დაბლობზე, მდ. ბუის (ჭურიის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ე., ცვანე). ზ. დ. 8 მ, ზუგდიდიდან 26 კმ. 956 მცხ. (2002). სოფელშია შინმოუსვლელთა მუზეუმი. ე-ის მახლობლად არის უძველესი დროის რამდენიმე ნამოსახლარი ბორცვი, ე. წ. დიხაგუძუბა. სოფლის სახელს უკავშირებენ ძვ. ქართ. ტომის – ეგრის და ეგრისის სახელწოდებას.