ზოოლოგიის ინსტიტუტი

ზოოლოგიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (უნივერსიტეტს შეუერთდა 2009 წ.). დაარსდა 1941, სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის ზოოლ. სექტორის ბაზაზე. ინ-ტის პირველი დირექტორი იყო ფ. ზაიცევი (1941–57), შემდეგ – დ. კობახიძე (1957–1963), ბ. ყურაშვილი (1964–89), ი. ელიავა (1989–2005). 2006-იდან დირექტორია გ. ბახტაძე. ინ-ტის საქმიანობის მიმართულებებია: ცხოველთა მრავალფეროვნების ფუნდამენტური კვლევა; კვლევათა შედეგების პრაქტიკული გამოყენება; საგანმან. მუშაობა. ფაუნის ფუნდამენტური კვლევა ითვალისწინებს უხერხემლო და ხერხემლიან ცხოველთა ბიომრავალფეროვნების, სისტემატიკის, ზოოგეოგრ., ეკოლ., ევოლ., რეინტროდუქციის საკითხების და კონსერვაციის შესწავლას. გარდა ამისა, შეისწავლება ენტომო და ცხოველთა პარაზიტოფაუნა. საქართვ. ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევების ეკოსისტემები და მათი ბიოპროდუქტიულობა. პრაქტ. მიმართულებით ხორციელდება მონიტორინგი და ბიოკონტროლი. ინ-ტის საქმიანობის შედეგად შექმნილია საკოლექციო ფონდი, რ-შიც წარმოდგენილია საქართვ. ცხოველთა პრაქტიკულად ყველა ძირითადი ჯგუფი (20 ათასი ერთეული. ზ. ი-ში 6 სამეცნ.-კვლ. ჯგუფია (ხერხემლიან ცხოველთა, ჰიდრობიოლ. და იხთიოლოგიის, ნემატოლოგიის, ენტონოპათოგენების შემსწავლელი, პარაზიტოლოგიის და კარიოსისტემატიკის) და 3 ბიოლ. სადგური ახალდაბაში, ხეკორძში და ქ. ქუთაისში. გამოცემულია ინ-ტის შრომების 23 ტომი (დაარსებიდან 2008-მდე). ინ-ტს აქვს ბ-კა (20 ათასზე მეტი საბიბლიოთეკო ერთ.).

გ. ბახტაძე