ერთიანი ეროვნული გამოცდები, ცენტრალიზებული სახელმწიფო გამოცდები შეფასების ახალი მოდელით. საქართველოში პირველად ჩაატარა შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრმა. ე. ე. გ. ტარდება 2005-იდან. აკრედიტებული (ავტორიზებული) უმაღლესი საგანმან. დაწესებულებების სტუდენტთა კონტინგენტით დასაკომპლექტებლად და სტუდენტთათვის სახელმწ. სასწ. გრანტების გამოყოფის მიზნით; შემოღებულია მისაღები გამოცდების ძვ. საბჭოური სისტემის მაგივრად. ე. ე. გ. სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ პრინციპებზე დამყარებული საგამოცდო სისტემაა, რ-ის მიზანია უმაღლესი სასწავლებლებისათვის საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევა. ე. ე. გ. ითვალისწინებს: სტანდარტიზებულ შერჩევას; უნარებისა და ცოდნის კომპლექსურ შეფასებას; სახელმწ. გრანტის გაცემას საუკეთესო სტუდენტებზე; ფართო არჩევანის შესაძლებლობას.
მ. მიმინოშვილი