„ერთხელ ვიხილე“

„ერთხელ ვიხილე", ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური ფოლკლორის დასავლური შტოს ერთ-ერთი ნიმუში. ჩაიწერა გ. ჩხიკვაძემ, ტექსტი ეკუთვნის კ. ერისთავს. თავდაპირველად სიმღერა ერთხმიანი იყო, სრულდებოდა გიტარის თანხლებით. შემდეგ მან სამხმიანი საგუნდო სიმღერის სახე მიიღო. სრულდება როგორც საკრავის თანხლებით (გიტარა, ფორტეპიანო), ისე – უსაკრავოდ. სიმღერის მელოდია ემყარება რბილ, ვალსისებურ მოძრაობებს. ა. კერესელიძემ ეს სიმღერა მცირეოდენი ცვლილებებით შეიტანა კინოფილმში „ქეთო და კოტე", ხოლო შ. თაქთაქიშვილმა უცვლელად – ოპერაში „დეპუტატი". სიმღერა დღესაც პოპულარულია.

ლიტ.: მშველიძე ა., ქართული ქალაქური ხალხური სიმღერები, გრ. ჩხიკვაძის რედ., თბ., 1970.

ნ. ციციშვილი