„ერთხელ წისქვილს წასვლისათვის", საყოფაცხოვრებო, საოხუნჯო ხასიათის ქართული (რაჭული) ხალხური საფერხულო სიმღერა. ასრულებს შერეული (ქალ-ვაჟთა) გუნდი. სიმღერა კუპლეტური აღნაგობისაა, სამხმიანია და შეიცავს რაჭული სიმღერისათვის დამახასიათებელ სამხმოვანებისა და კვარტსექსტაკორდის პარალელურ მოძრაობებს. მუს. ზომა 3/4.
ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2012.
ა. თათარაძე