ერისთავი გიორგი დავითის ძე

ერისთავი გიორგი დავითის ძე (გ. 1805), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1800). არმიაში მსახურობდა 1756–1800. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1768–74, 1787–91) და რუსეთ-ირანის (1804–13) ომებში. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით. პოლკებისა და კომენდატურების დაშლასთან დაკავშირებით დათხოვნილ იქნა სამსახურიდან.

მ. გოგიტიძე