ერისთავი (სიდამონ-ერისთავი) დიმიტრი იოსების ძე

ერისთავი (სიდამონ-ერისთავი) დიმიტრი იოსების ძე (20. III. 1903, თბილისი, – 18. VIII. 1971, იქვე), ქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1961), ქიმ. მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1946). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1950). დაამთავრა თსუ (1928). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ქიმიის ინ-ტის განყ-ბის გამგე (1930–50), საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ანალიზური ქიმ. კათედრის გამგე (1944–71), ამავე ინ-ტის პრორექტორი სამეცნ. დარგში (1958–71). დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოში ანალიზური ქიმ. განვითარებაში: მან შექმნა იშვიათი და გაბნეული ელემენტების განსაზღვრის ახ. მეთოდები, დაამუშავა იშვიათ და გარდამავალ ელემენტთა დაყოფის ახ. ქრომატოგრაფიული მეთოდები; გამოიკვლია მინერ. წყლების ქიმ. შედგენილობა. ავტორია ანალიზური ქიმ. სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიებისა.

თხზ.: თვისებითი ანალიზი, თბ., 1960.

ლიტ.: ერისთავი დიმიტრი. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ე. დოლიძე, ვ. გოგილაშვილი, თბ., 2003.