გუგუნირხვა, სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტის მუგუძირხვის თემში (აფხაზეთის არ), მიუსერის მაღლობის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, მდ. მჭიშთის (ერთვის შავ ზღვას) მარჯვ. მხარეს, სოჭი – სოხუმის სარკინიგზო და საავტ. გზაზე. ზ. დ. 70 მ, გუდაუთიდან 15 კმ. 135 მცხ. (1989).