ერისწყალი, დიდი ერისწყალი, მდინარე დას. საქართველოში, გალის მუნიციპალიტეტში. ოქუმის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 75 კმ, აუზის ფართ. 296 კმ². სათავე აქვს ოხაჩქუეს კარსტული მასივის სამხრ.-აღმ. კალთის ძირში, ზ. დ. 800 მ სიმაღლეზე. გამოედინება ერთიშის მთიდან, ამიტომ ეწოდებოდა ერთიშწყალი, რაც დროთა განმავლობაში ე-ით შეიცვალა. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა კარსტული წყლით. გაზაფხულზე იცის ხანმოკლე წყალდიდობა, წელიწადის სხვა დროს – წყალმოვარდნები. საშ. წლ. ხარჯი 12,0 მ³/წმ. ე-ის შენაკადებია რთომისწყალი, პატარა ერისწყალი, რეჩხი და სხვ. ე-ზე, სოფ. რეჩხთან, აგებულია გალის წყალსაცავი.
ი. აფხაზავა