ერკერტი (Erckert) რიხარდ (1830–1900, ბერლინი), გერმანელი მკვლევარი. მსახურობდა რუსეთში. იყო სამხ. პირი – გენ.-ლეიტენანტი. აქვს ეთნოგრ. და ენათმეცნ. შრომები. მონოგრაფია „კავკასია და მისი ხალხები” (1887) შეიცავს ეთნოგრ. ცნობებს კავკ. ხალხთა შესახებ, კავკ. ენათა ლექსიკურ მასალას. მეორე შრომა „კავკასიური ძირის ენები” (1895) გამოცემულია ორ ტომად. მასში 545 სიტყვაა თარგმნილი თითქმის ყველა კავკ. ენაზე, მოცემულია ცალკეული ფრაზები და თითოეული ენის მოკლე გრამატ. მიმოხილვა.
ლიტ.: ჩიქობავა ა., იბერიულ-კავკასიური ენების შესწავლის ისტორია, თბ., 1965; Ган К., Труды Р. Ф. фон-Эркерта, «Известия Кавк. отдела Рус. геогр. об-ва», 1901, кн. 14, ч. 2.
გ. თოფურია